კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში მოსწავლეთა ჩართულობას ახალისებენ.
18-25 ოქტომბერს, აღაიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები - ნიკოლოზ ანთაძე, გიორგი ილურიძე, რატი გელხაური და მალხაზ (მახო) ოდოსაშვილი კასპის ტექნოპარკში გამართულ Web & Mobile Innovators Week - WEB/MOBILE DEVELOPMENT კვირეულში, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
ტექნოლოგიური კვირეული მოიცავდა:
მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა WEB/MOBILE DEVELOPMENT მიმართულებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების დაინტერესება, ცნობიერების ამაღლება ICT მიმართულებით და კომერციალიზაციის მქონე, ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნა.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია იყო FireFlies.
იხილეთ ფოტო: