კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლაში მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ახლახან, სამოქალაქო განათლების კლუბმა - „თხოთი“ და მე-9 კლასმა, თვითმმართველობის პროექტის ფარგლებში, პროექტზე - „კლასს მიღმაც ჩემი სკოლაა“ მუშაობა დაიწყეს.
პროექტი სკოლის გარე სივრცეში ევროპის კუთხის მოწყობას ითვალისწინებს. სკოლაში, მოსწავლეებთან ერთად, შემდეგი აქტივობები დაიგეგმა და გაიწერა:
პროექტი ორგანიზაცია „ბილიკის“ ხელშეწყობით და სამოქალაქო განათლების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, სკოლას 300 ლარის ღირებულების შემდეგი რესურსები გადაეცა - მოლბერტები, სახატავი გუაშები, ფუნჯები, საკანცელარიო ნივთები, დროშები.
იხილეთ ფოტოები: