ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია.
გასულ კვირაში, სკოლაში გაიმართა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც მე-3-მე-5; მე-6 -მე-8 და მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული გუნდი აქტიური და მოტივირებული იყო გამარჯვებისთვის, რაც თამაშს მეტად საინტერესოს ხდიდა.
გამარჯვებულ გუნდებს III-IV-V კლასებიდან ,,გამბედავები”; VI-VII-VIII კლასებიდან „შევარდენი“ და მე-9 - მე-12 კლასებიდან „გავაზი“ გადაეცათ წამახალისებელი დიპლომები.
სკოლის სამივე საფეხურის გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ სკოლათაშორისო ჩემპიონატში.
სკოლაში, დირექტორ მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და შემდეგ ეტაპზე გამარჯვებას უსურვებენ.
„ბარდნალის საჯარო სკოლის სახელით თითოეულ მოსწავლეს გისურვებთ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: