ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათ „ანბანეთში“ მასწავლებელი სუსანნა პოღოსიანი შეუძღვა, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი თემატური აქტივობები შესთავაზა.
მოსწავლეები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, დაწერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მათ წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს, მასწავლებლის შექება დაიმსახურეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
მათთვის ეს დღე მართლად დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: