ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ თემატური ღონისძიება წელიწადის ყველაზე ფერად სეზონს - შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეები აქტივობებში დიდი ხალისითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, მათ სხვადასხვა ნომერი გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზო შემოდგომის ნობათითა და ფერად-ფერადი ფოთლებით იყო მორთული.
„შემოდგომამ კეხიჯვრის საჯარო სკოლაშიც შემოაბიჯა - ხვავით, ბარაქითა და საოცარი ფერებით. ჩვენმა პატარებმა დაამშვენეს შემოდგომის ლამაზი დღე. მშვიდობიანი შემოდგომა და ბედნიერი მომავალი ჩვენს საყვარელ ბავშვებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: