ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღინიშნა.
ამჯერად, მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს და პატივისცემა დაუდასტურეს. მათ სხვადასხვა ნომერი გამართეს - იმღერეს, იცეკვეს, სიტყვა წარმოთქვეს და საყვარელ პედაგოგებს დღე გაულამაზეს.
„მასწავლებლობა არის ერთადერთი პროფესია, რომელიც ქმნის ყველა სხვა პროფესიას“,- სწორედ ეს გზავნილი გასდევდა ღონისძიებას.
მოსწავლეებმა პედაგოგებს წარმატებები უსურვეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: