პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებულია.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო კონკურსი, რომელშიც მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ინტელექტუალური თამაში ძალიან საინტერესოდ, მხიარულად და ემოციურად წარიმართა.
მონაწილე შვიდი გუნდიდან გამარჯვება მოიპოვა გუნდმა - „იდუმალი ხუთეული“.
აღსანიშნავია, რომ თამაშის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცა.
იხილეთ ფოტოები: