იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
ამის მიზეზი მეოთხე კლასის მოსწავლეების საკლასო ღონისძიება - „ნახვამდის შემოდგომა“ გახლდათ. პატარებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ კლასი შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით იყო გაფორმებული, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
„ღონისძიება უჩვეულოდ ლამაზი და შინაარსიანი გამოვიდა. მოსწავლეებმა ლხინით, ცეკვა - სიმღერითა და ლექსებით გაალამაზეს სოფლის „მაძღარი“ შემოდგომა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: