ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
04-11-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. 

როგორც პედაგოგი - მარინე თურმანიძე გვიყვება, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და პერფორმანსი გამართეს, რომლის თემაც იყო თანამედროვე მასწავლებლის მიდგომები სწავლა-სწავლების პროცესში.

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების აღფთოვანება და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. ქვეყნის მომავალი სკოლიდან, საკლასო ოთახებიდან იწყება. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება

მადლობა მოსწავლეებს თავდაუზოგავი შრომისთვის და ამ ლამაზი დღისთვის“,-აღნიშნავს მასწავლებელი მარინე თურმანიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203