იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლის ბაზაზე არსებული სამოქალაქო კლუბის -„სამოქალაქო ლიდერების საზოგადოება“, წევრმა მოსწავლეებმა თემაზე - „წყალი და ჯანმრთელობა - რას ვსვამთ“ საინტერესო ღონისძიება გამართეს.
კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას ცხოვრებაში წყლის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათ აღნიშნეს, რომ სუფთა წყალი ჯანმრთელობის საწინდარია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმის გათვალისწინებით, რომ წყალში მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი წყალსადენის ძველი მილებიდან ხვდება, კლუბის წევრებმა ბანერები წარწერით - „დასალევად არ გამოდგება“ დაამზადეს და წყლის ონკანებთან განათავსეს.
იხილეთ ფოტოები: