ორბელის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საკუთარი კუთხის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს
04-11-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სავსეა საგანმანათლებლო თავგადასავლებით. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის - „ხომ ლამაზია ეს საქართველო!" ფარგლებში,  საქართველოს კუთხეებში მოგზაურობა დაიწყეს. მათი პირველი დანიშნულების ადგილი საკუთარი კუთხე გახლდათ.

მოსწავლეებმა ღირშესანიშნავი ადგილები მონახულეს, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს, ცაგერის ისტორიულ მუზეუმსა და სამხატვრო გალერიას ესტუმრნენ. მათ დრო შინაარსიანად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი გრძელდება. 

„დამერწმუნეთ, ბავშვებს ერთი სასიამოვნო დღე ვაჩუქეთ და უკან დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. მჯერა, ბავშვების გულში სიყვარული ჩვენი კუთხის ბუმბერაზი პოეტის ლადო ასათიანისადმი არასოდეს ჩაქრება და ეს ყველაზე დიდი უკვდავებაა. მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს საყვარელ მოსწავლეებს - სასიამოვნო წუთებისათვის, მათ მშობლებს, სკოლის დირექციას და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ლალი ჭაბუკიანს, მხარდაჭერისა და გვერდით დგომისათვის. დიახ, ამაყად ვიტყვით, ეს დღე იყო სიხარულით, სიყვარულით, ემოციებითა და უდიდესი შთაბეჭდილებებით სავსე დღესასწაული“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203