ქუთაისის N38 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
სკოლის 1-ელიბ კლასის უსაყვარლესმა მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და მოკრძალებით უმასპინძლეს ქართულ ანბანს.
მასწავლებელმა - მარინე სილაგაძემ მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქცია.
გაკვეთილი ფერად, ლამაზ და საინტერესო გარემოში ჩატარდა. პატარები ინტერესით მიეგებნენ ჯადოსნური ანბანის პირველ წარმომადგენლებს.
ეს ფერადი დღე წარუშლელ კვალს დატოვებს თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში.
პედაგოგს ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
„უამრავი წარმატება და წინსვლა პატარა მერცხლებო!“,- სიყვარულით მიმართავს პედაგოგი პირველკლასელებს.
იხილეთ ფოტოები: