საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო პროცესი გამორჩეული და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამერად, სკოლაში შემოდგომის ფესტივალი -„ჩემი საქართველო აქ არის“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. ეს იყო სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, ერთობისა და სიხარულის დღე.
ფესტივალს მეუფე, მოძღვრები, მშობლები, სკოლის გულშემატკივრები და მეგობრები ესწრებოდნენ. შემოდგომის ფესტივალი შეაჯამა და საზოგადოება დაგვლოცა სკოლის დამფუძნებელმა - მეუფე ეფრემმა. სიტყვა წარმოთქვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ია სვანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ბუბა გობეჯიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ნონა ყაველაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ცეკვა ქართული თეკლა გასვიანმა და გიორგი გაბრიჭიძე შეასრულეს. „სკოლის ბულბულმა“ - საბა მანაგაძემ კი არაჩვეულებრივად იმღერა. ღონისძიებაზე მოცეკვავეები იყვნენ მოსწავლეები: მარიამ ივანიძე, დემეტრე გაბიძაშვილი და ანდრია ხელაძე. მეეზოვის სიმღერა, სარე მეორე კლასის მოსწავლე - ნატალი აბულაშვილმა შეასრულა.
ფესტივალის ფარგლებში, თითოეულმა კლასმა საქართველოს შემდეგი კუთხეები წარადგინა:
„ჩვენი ფესტივალი 11 წლისაა! მადლობა თქვენ, ერთობას მოაქვს წარმატება... უფალმა გვიმრავლოს სიხარული, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოს უფალმა!გვიყვარხარ მეუფეო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: