თბილისის N39 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა.
სწორედ ამ მიზნით, VII4 კლასის დამრიგებელმა ე.ბირკაძემ, სკოლაში, ლექციის ჩასატარებლად სტუმრად მიიწვია ორგანიზაცია - „მწვანე პოლუსი“.
შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ეკორჩევების წიგნის პრეზენტაციაში.
აქტივობის ბოლოს, გაიმართა ვიქტორინა ეკოლოგიაზე.
ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული ჯგუფის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები, ყველა მოსწავლეს ეკოწიგნი, კლასი კი სამაგიდო თამაშით დასაჩუქრდა.