წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს სტუმრობდნენ
04-11-2024

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აქტიურად ეწყობა სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად,  მე-7 კლასის მოსწავლეები,  პროექტის: „ჩემი ქალაქის  ღირსშესანიშნავი ადგილები“, ფარგლებში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმსა და წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ეწვივნენ. 

ბავშვებმა საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს მწერალ  ოტია იოსელიანის შესახებ, სადაც მწერალი 1986 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მარანი და მუზეუმში დაცული მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მემორიალური და ეთნოგრაფიული ნივთები.

გიორგი ახვლედიანის სახელობის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ არქეოლოგიის,  ნუმიზმატიკის, ხელოვნების, ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო საარქივო მასალებს.

დღემ საინტერესოდ ჩაირა და შთაბეჭდილებებით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

მე-7 კლასის დამრიგებელი ნინო უგლავა გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203