ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე შემეცნებითი აქტივობით აღნიშნეს  
04-11-2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საზოგადოებრივი კათედრის მასწავლებლის დარეჯან აბულაძის ხელმძღვანელობით,  მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო  პრეზენტაცია მოაწყვეს, რომლის აღნიშვნა  მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდას და გარემოსადმი დამოკიდებულების სასიკეთოდ ცვლილებას.

პრეზენტაციაზე ხაზგასმით იყო წარმოჩენილი საკითხები: შავი ზღვის მდებარეობა, სანაპირო ზოლი, შავი ზღვის გავლენა ჰავაზე, შავი ზღვის თავისებურებანი, ორგანული სამყარო, ეკოლოგიური პრობლემები, შავი ზღვის სამეურნეო გამოყენება და დაცვა.

აღსასნიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი, დირექტორის მოადგილე დავით რობაქიძე, მასწავლებლები და მოსწავლეები.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. ქ. სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა და მათ შორის საქართველომ ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას, რაც ამ უნიკალური აუზის გარემოს დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის ეროვნული პასუხისმგებლობას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203