წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მედიაწიგნიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანი კომპეტენციაა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ზღვა ინფორმაციაში საჭირო მასალა მოიძიონ, გაიაზრონ, გამოიყენონ და არ ირწმუნონ დეზინფორმაცია.
ამ საკითხის ირგვლივ საინტერესოდ იმსჯელეს მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად.
მოსწავლეებმა შეასრულეს მედიაწიგნიერების ტესტი, რის შედეგადაც გამოვლინდა „ყველაზე მედიაწიგნიერი“ მოსწავლე - მერვეკლასელი ლუკა ჯანჯღავა.
აღსანიშნავია, რომ ღონიძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა
„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს. ვიყოთ მედიაწიგნიერნი!“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: