გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მრვალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული.
ამჯერად, I კლასის მოსწავლეებმა, წელიწადის ყველაზე ფერადი და გამორჩეული დროის, შემოდგომის ღონისძიება გამართეს.
საზეიმო განწყობის გასაუმჯობესებლად, მოსწავლეები ლექსებითა და სიმღერებით წარდგნენ სტუმრების წინაშე.
საშემოდგომო ნუგბარით გამდიდრებული გარემო, მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთული სივრცე და შემექმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების ზეიმი - ასეთი იყო ღონისძიება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ია ხუნწელია გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: