საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეების განვითარებაზე, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
შესაბამისად, მოსწავლეთა მოტივაციაც მაღალია და ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
ახლახან, სკოლის ქართული ხალხური სიმღერის გუნდი საერთაშორისო ფესტივალზე - „შემოდგომის თბილისი 2024“ წარსდგა.
მათ ფესტივალზე, გუნდის ხელმძღვანელის, მარიამ ფოჩხიძის თაოსნობით, სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს და საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: