ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. ამის დასტურია, ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი საშემოდგომო საშაბათკვირო აკადემიებში იყვნენ ჩართულნი.
აკადემიების ორგანიზატორები გადამზადებული ლიდერები გახლდნენ. ისინი, „ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნულ კონფერენცია 2024-ში“ მონაწილეობდნენ.
ოქტომბრის თვის განმავლობაში საშაბათკვირო აკადემიები ჩატარდა სხვადასხვა სკოლაში. მათ შორის იყო წონიარისის საჯარო სკოლა, სადაც აკადემიის ორგანიზატორები დოლოგანის საჯარო სკოლის ლიდერები იყვნენ.
მონაწილეები ჩართული იყვნენ ახალგაზრდა ლიდერების შემოთავაზებულ არაფორმალური განათლების აქტივობებში.
გასვლითი საშაბათკვირეო აკადემია წონიარისის საჯარო სკოლაში დოლოგანის საჯარო სკოლის ლიდერებმა წარმატებით დაასრულეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: