ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მე-12 კლასის მოსწავლეებმა მე-7 კლასში ჩაატარეს გაკვეთილი იდეით- „ერთი დღე მასწავლებლის როლში“.
მოსწავლეებმა პედაგოგების როლები მოირგეს და მეშვიდეკლასელებს სწავლების ახალი მეთოდების გამოყენება ასწავლეს. აღნიშნულ გაკვეთილს მასწავლებელი ნარინე აროიანი ხელმძღვანელობდა.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: