„მე მკითხველი ვარ“ - რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტ-გაკვეთილი
04-11-2024

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, ბავშვები დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობენ წიგნის სიყვარულს და იაზრებენ ბიბლიოთეკის მნიშვნელობას. 

„შეუძლებელია, ყველა წიგნი სახლში გქონდეს. ბიბლიოთეკაში კი - აირჩიე რაც გინდა. სწავლობ არჩევანის გაკეთებას, რომელი წიგნი მოგწონს. დღეს შეიძლება ცხოველები გიტაცებს ხვალ კი, კოსმოსით დაინტერესდე. ბიბლიოთეკაში ამ თემების ირგვლივ უფრო ბევრ წიგნს ნახავ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა მორიგი საინტერესო ღონისძიების შესახებ გვიყვებიან. 

პროექტი-გაკვეთილი - „მე მკითხველი ვარ“, სკოლის მე-4გ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, ლელა მიქაძის ხელმძღვანელობით, სწორედ ბიბლიოთეკაში ჩაატარეს.

მოსწავლეებმა შექმნეს წიგნის მოდელი. გააკეთეს მოძიებული, დასურათებული ინფორციის გამოფენა. ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203