„რას გვიამბობს საქართველოს მიწა“ -  საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ გმირებსა და ისტორულ ფიგურებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
04-11-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ახლახან, მე-9 კლასის დამრიგებელმა, - შოთა შავაძემ, კლასში სადამრიგებლო საათი ჩაატარა, რომლის თემაც  გახლდათ - „რას გვიამბობს საქართველოს მიწა“.

მის ფარგლებში, მოსწავლეებმა პრეზენტაციები ეროვნულ გმირებსა და ისტორულ ფიგურებზე - გიორგი ანწუხელიძეზე, ექვთიმე თაყაიშვილზე, ქეთევან წამებულზე, მერაბ კოსტავასა და გიორგი V ბრწყინვალეზე მოამზადეს და წარადგინეს. 

მოსწავლეებმა ქვეყნის წინაშე მათ ფასდაუდებელ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203