„განათლების სისტემა გერმანიასა და საქართველოში“​ - საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს 
05-11-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა - ნინა ვასაძემ, მე-9 კლასელებს შესთავაზა საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - „განათლების სისტემა გერმანიასა და საქართველოში“. 

მოსწავლეები გაეცნენ საკითხს და ისაუბრეს გერმანული და ქართული განათლების სისტემის შესახებ. ბავშვებმა ენის ცოდნა და ლექსიკური მარაგი წარმოაჩინეს და დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203