ფოთის N7 სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია 
04-11-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამას ადასტურებს ისიც, რომ პედაგოგები მოსწავლეებს ​საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მასწავლებელმა - ლელა დანელიამ პირველკლასელებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია. მან, ბავშვებს შთამბეჭდავი აქტივობები შესთავაზა, რომლებშიც ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„ანბანეთში შეაბიჯეს ჩვენმა პირველკლასელებმა ზღაპრის გმირების - წითელქუდასა და ბურატინოს მეგზურობით.

შთამბეჭდავი იყო აქტივობები, რომელიც პედაგოგმა - ლელა დანელიამ განახორციელა საზეიმო გაკვეთილზე იმისთვის, რომ დედა ენისა და ქართული ანბანის ეშხი გაეცნობიერებინათ პატარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო აღმოჩნდა.

სასკოლო საზოგადოება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203