ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
ამჯერად, მოსწავლეებს: ლიზი ნიკოლაიშვილსა და ლინდა ჭილაძეს გადაეცათ სიგელები, ნომინაციაში - „ყველაზე ორიგინალური და არგუმენტირებული ესე“.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და კონკურსში საუკეთესო შედეგებიც აჩვენეს.
სკოლაში ახარებთ, მოსწავლეთა წარმატება, ულოცავენ მათ ამ მიღწევას და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენი სკოლის მორიგი წარმატება... გილოცავთ, ბავშვებო! დიდი მადლობა იმ ემოციებისთვის, რომელიც დღეს მოგვანიჭეთ...
წარმატებები არ მოგკლებოდეთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: