სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
04-11-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

გაიმართა თემატური ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაშიც მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის ორგანიზატორებმა - რიტა ოთარაშვილმა და თამილა ნადირაშვილმა, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, არა მხოლოდ ვიზუალურად გაალამაზეს გარემო, არამედ იგი შინაარსობრივი მრავალფეროვნებით შეავსეს.

თითოეულმა კლასმა ღონისძიებაზე თავისი ნომერი წარადგინა, რომელშიც ლექსები, სიმღერები, ნოველები, ნაწარმოებები, სცენარები, ცეკვები და სხვა აქტივობები შედიოდა. სიმღერის მასწავლებელმა, ნოდარ შაინიძემ განსაკუთრებული მუსიკალური ნომრები გამართა, ხოლო ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ფიქრია ფუჩუკურმა და ნინო გელაშვილმა, საღამო ინგლისურენოვანი ნომრებით დაამშვენეს.

სკოლაში გვიყვებიან, რომ ღონისძიებას განსაკუთრებული სილამაზე მოსწავლეების მიერ შექმნილმა კედლის გაზეთმა და მასწავლებლებისადმი მიძღვნილმა პატარა პოსტერმა შეჰმატა, რომლებზეც გულითადი სურვილები და მადლიერება იყო გამოხატული. ამ პოსტერმა ღონისძიების კუთხეს თბილი და ხალისიანი ელფერი შესძინა, რაც საერთო სიხარულისა და მადლიერების განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებდა.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა და დირექტორის მოადგილემ - ელენე გრიგორიადისმა ორგანიზატორებისა და თითოეული კლასის დამრიგებლის მიმართ, ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის, მადლიერება გამოხატეს და ისინი სიგელებით დააჯილდოვეს. დირექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შემდეგი კლასების დამრიგებლებს: 

  • I კლასის დამრიგებელი – განგა ჭუჭუხაშვილი;
  • II კლასის დამრიგებელი – რიტა ოთარაშვილი;
  • III კლასის დამრიგებელი – მარიამ ტაბატაძე;
  • IV კლასის დამრიგებელი – ლია მეხრიშვილი;
  • V კლასის დამრიგებელი – დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელი;
  • VI კლასის დამრიგებელი – ქეთევან ნადირაშვილი;
  • VII კლასის დამრიგებელი – თამილა ნადირაშვილი;
  • VIII კლასის დამრიგებელი – ნანა გახოკიძე;
  • IX კლასის დამრიგებელი – ლალი მეხრიშვილი;
  • X კლასის დამრიგებელი – ფრიდონ საკანელაშვილი;
  • XI კლასის დამრიგებელი – ნინო მატიაშვილი;
  • XII კლასის დამრიგებელი – ელენე გრიგორიადისი.

„ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი და ემოციებით აღინიშნა, თითოეული კლასის ერთიანმა ძალისხმევამ სკოლაში ნამდვილ დღესასწაულის განწყობა შექმნა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ყველას გულში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203