კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს, მათ სურვილებზე მორგებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3ბ კლასში საინტერესო ჯგუფურ სამუშაო ჩატარდა. მოსწავლეები განაწილდნენ ორ ჯგუფად: „ლიდერები“ და „ვუნდერკინდები“.
ჯგუფებს 4-4 გამოცანა დაურიგდათ, პირობის თანახმად კი მათ ლიმიტირებულ დროში უნდა ეპოვნათ პასუხი. მოსწავლეები დიდი ინტერესით მუშაობდნენ დაკისრებულ დავალებაზე.
როგორც სკოლაში აფასებენ, ბავშვებმა განსაკუთრებული გონიერება გამოიჩინეს და შეძლეს, რომ თავიანთი ცოდნა მაქსიმალურად გამოეყენებინათ.