ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბისა და მეათე კლასის მოსწავლეთა ჩართულობით სკოლის ეზოში გაშენდა ხეხილის ბაღი.
ბაღში, მოსწავლეებმა დარგეს ახალციხის საკონსერვაციო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საჩუქრად გადმოცემული ვაშლის ნერგები.
„აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელის თეა კურტანიძის „ელკანასთან“ აქტიური თანამშრომლობით“, - გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს გარემოს მოვლასა და მის მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლის.
იხილეთ ფოტოები: