ბათუმის N30 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეების განათლებაზე, ასევე მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზეც ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა.
ახლახან კი, სპორტულ-გასართობი აქტივობა „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მასში დაწყებითი კლასების მოსწავლეები, მასწავლებელ რამაზ ლასარეიშვილის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.
პატარა მოსწავლეებისთვის „მხიარული სტარტები“ საინტერსო აღმოჩნდა, ამაზე მათი აქტიურობა მეტყველებდა. მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებაც ისაუბრეს.
იხილეთ ვიდეოები: