ახალციხის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
31 ოქტომბერს კი, შიდასასკოლო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“, გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ინგა ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიების მიზანი იყო საშემოდგომო სამუშაიების სასკოლო აქტივობებით გადმოცემა - ხილის კრეფა, მოსავლის აღება, ყურძნის კრეფა და ა.შ
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ნაყოფიერი და სახალისო იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მოსწავლეებს სასკოლო ღონისძიებაში აქტიურად ჩართულობისათვის.
იხილეთ ფოტოები: