პირველი ობჩის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო განწყობა ნატურმორტით გადმოსცეს
04-11-2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში გაკვეთილები მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

აღსანიშნავია, რომ ახლახან, II კლასმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავა და   ნატურმორტი შექმნა. მოსწავლეებმა ნამუშევრით შემოდგომის განწყობა გამოხატეს.

კლასში შემოდგომის ნობათიც მიიტანეს, ზოგადად, ნატურმორტზე ისაუბრეს და ყურადღება წელიწადის ყველაზე ფერად სეზონზე - შემოდგომაზე გაამახვილეს. 

მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ცოდნაც გაიღრმავეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203