თეატრალური ხელოვნებით შთაგონებული დარჩელის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
04-11-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა თუ შემოქმედებითი სახის აქტივობაში ერთვებიან.

16 სექტემბერს, სკოლის ფოიეში, მოსწავლეებს დახვდათ საოცარი ნახატი, რომელზეც ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა - ლიკა აკობიამ იმუშავა. სწორედ ეს ნახატი  გახდა ინსპირაცია მე-8 კლასის მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლებისთვის.

ბავშვებმა მასწავლებლების: თამარ წურწუმიას, ლელა ცარციძის, იამზე ბერაიას რჩევითა და დახმარებით წაიკითხეს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“, შემდეგ ეწვივნენ სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, სადაც ახალგაზრდა რეჟისორის - ნიკო კაჭარავას დადგმული სპექტაკლი ნახეს.

წარმოდგენის შემდეგ რეჟისორთან შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.

„სწორედ იქ გაჩნდა იდეა, თავადაც „გაეცოცხლებინათეგზიუპერის პერსონაჟები და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადების პროცესი პრემიერისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203