„მარიამ, თამარ, მარიამ, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!“-ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
04-11-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა მოსწავლეებს დამსახურებულ ჯილდოს დიდი სიყვარულით ულოცავს.

„სკოლისათვის ძალიან საამაყოა, როდესაც რაიონის საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის 36 წარჩინებული მოსწავლიდან, რომელთაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ, სამი მოსწავლე ხიდრის საჯარო სკოლიდანაა. 

ჩემო მარიამ, თამარ, მარიამ, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! მჯერა ეს წახალისება კიდევ მეტად გაზრდის თქვენ მოტივაციას და ხიდრის საჯარო სკოლას, მასწავლებლებს, მშობლებს კვლავ ბევრჯერ ასახელებთ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203