ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეები საგნის - „მე და საზოგადოება“ ფარგლებში, ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
მასწავლებელმა მეოთხეკლასელებს გააცნო ქცევის წესები. ბავშვებმა თემის ფარგლებში, ისაუბრეს საინტერესო ფაქტებზე და წარადგინეს პრეზენტაციები.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: