ბასილეთის საჯარო სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის გურამ უჯმაჯურიძის სახელი მიენიჭა
13-06-2018
ბასილეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ოჯახის დაცვისა და ზნეობის სიწმინდის დღეს გამოეხმაურნენ.
ქართულის მასწავლებელი ქეთევან ცხომელიძე გახლავთ.
მოსწავლეებმა თემატური გამოფენაც მოაწყვეს. მათ, ასევე, საკუთარი აზრი გამოთქვეს და შესწავლილი გაკვეთილებიდან მაგალითები მოიყვანეს. ბოლოს კი ფილმიდან „დათა თუთაშხია“ ნაწყვეტი ნახეს.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ პედაგოგებიც. ლოზუნგი გახლდათ: „ჩვენ ვირჩევთ ტრადიციულ ოჯახურ ცხოვრებას, თუმცა პატივს ვცემთ სხვების არჩევანსაც!“.
აღსანიშნავია, რომ სკოლას აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, გურამ უჯმაჯურიძის სახელი მიენიჭა. იხილეთ ფოტოები