ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორის არიან სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დუდა კვინიკაძე და მე-12 კლასელი ლოლა მსხალაძე. ისინი 2023-2024 სასწავლო წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდნენ.
სკოლის მოსწავლე დუდა კვინიკაძე ინგლისური ენის, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლე ლოლა მსხალაძე გერმანული ენის ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევებით ამაყობს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: