„წიგნი თვალწინ გვიშლის მთელს სამყაროს“ - განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ბიბლიოთეკების დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
05-11-2024

​ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, სასკოლო ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მე-6 კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „წიგნი თვალწინ გვიშლის მთელს სამყაროს“.

თითოეულ გუნდს მომზადებული ჰქონდა სხვადასხვა დავალება: პირველმა გუნდმა წარმოადგინა გამონათქვამები წიგნებსა და ბიბლიოთეკაზე, მეორე და მესამე გუნდმა კი - მსოფლიოში არსებულ უდიდეს და უძველეს ბიბლიოთეკებზე ისაუბრეს.

სკოლის ბიბლიოთეკარი ბავშვებს წიგნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

როგოგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება, პრეზენტაციას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ხათუნა ჭყოიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203