საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, IV ა კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი მაია ხორბალაძე გახლავთ, შემეცნებით ექსკურსიების ფარგლებში, ეროვნულ გალერეაში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდში დაცული ქართული კულტურის ექსპონატები. ბავშვებმა ასევე, მოისმინეს ნიკო ფიროსმანის შესახებ ინფორმაცია, დაათვალიერეს მისი ნახატები. მოსწავლეები დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: