ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, IIა კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში, დიდი პედაგოგის, მასწავლებელთა მასწავლებლის საიუბილეო ღონისძიება გამართეს.
როგორც პედაგოგი ქეთი კილასონია გვიყვება, ისინი საქმეს დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. მეორეკლასელებმა სხვადასხვა აქტივობა გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„ღირსეული 184 წელი. იაკობი იყო კაცი, რომელმაც 33 მზე აანთო ყოველი ქართველი ყრმის თავზე. კაცმა, რომელმაც ასკეტივით იცხოვრა, მთელი თავისი დრო და ენერგია მოახმარა ცოდნისა და წერა-კითხვის გავრცელებას, სიცოცხლის ბოლოს კი თავისი კაპიტალი - მატერიალური თუ ინტელექტუალური - ანდერძით შესწირა ამ საქმეს. სწორედ ესაა პატრიოტიზმი. მადლობა, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დირექტორს ქალბატონ შორენას, გულთბილი დახვედრისთვის.
მიყვარხართ ბავშვებო! მადლობა ამ დღისთვის“,- წერს მასწავლებელი ქეთი კილასონია.
იხილეთ ფოტოები: