შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ინიციატივებს სთავაზობენ და გაკვეთილებს მათ ინტერესებს არგებენ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლემ ლინდა ფუტკარაძემ საინტერესო ნამუშევარი შექმნა და საკლასო ოთახში გამოფინა.
მოსწავლემ შერეულ ტექნიკაში საინტერესო აპლიკაცია დაამზადა, მასალად მუყაო გამოიყენა, გოგრის კურკები აკრილით შეღება და შემოდგომის სიუჟეტს, როგორც ფოთლები ისეა მოარგო.
ლინდა დიდი ინტერესით მუშაობდა დავალებაზე, დრო ძალიან სასიამოვნოდ და შემოქმედებითად გაატარა.
აღსანიშნავია, რომ მისი დამრიგებელი თამილა ებრალიძე გახლდათ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: