ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ იქ მოსწავლეთა განწყობას დიდი ყურადღება ეთმობა. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „მხიარული კარუსელი“ გაიმართა. მისი ორგანიზატორები მერვე კლასის მოსწავლეები - ლუკა ბენდელიანი და ანანო გაზდელიანი გახლდათ.
ღონისძიება სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა იხალისეს, ბევრი ითამაშეს, დრო სასოამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: