ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას, სწორედ ამიტომ, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ისინი საინტერესო ღონისძიებებში ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეები ღონისძიებაში, „ოქროსფერი შემოდგომა“ მონაწილეობდნენ.
„31 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორის - ნინო წილოსანის მიწვევით, მემორანდუმის გაფორმების მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაზე - „ოქროსფერი შემოდგომა“ იმყოფებოდნენ~, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც გვეუბნებიან, სკოლის დირექტორის - ნინო წილოსანის ინიციატივით, გაფორმდა მემორანდუმი სოფელ კაცხის ( ჭიათურა), სოფელ წირქვალის ( ჭიათურა), სოფელ ჩიბათის ( ლანჩუთი ), სოფელ კურსების (ტყიბული) , ქ. წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის, სოფელ ყუმისთავის (წყალტუბო) , სოფელ ქვენობნის (ჩოხატაური) საჯარო სკოლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე.
აღნიშნული კულტურულ- შემეცნებითი ღონისძიება ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს.
ადგილზე გაიმართა ღვინის დაწურვის, ჩურჩხელის კეთების მასტერკლასი, მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების კუთხის მოწყობაზეც იმუშავეს, შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებიც მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებაში. ქვენობნის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ - ანანო ჯაშმა, მკლავჭიდში აიღო პირველი ადგილი და სიგელიც დაიმსახურა. ასევე გაიმართა მეგობრული შეჯიბრი ფრენბურთშიც ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგისა და მოსწავლის მონაწილეობით.
სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლასა და საქართველოს რვა სხვადასხვა სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალურ ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მამუკა ჩხეტიანი დაესწრნენ.
ღონისძიებამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.
„დიდი მადლობა ქალბატონ ნინო წილოსანს და მის გუნდს თბილი და სასიამოვნო დახვედრისთვის ,იმედია ჩვენ სკოლებს შორის მეგობრობა უსასრულოდ გაგრძელდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: