ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწვალეები დიდი ინტერეებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. მათ ისაუბრეს შავი ზღვის ეკოსისტემის საფრთხეებზე და საქართველის ტერიტორიაზე, მათი გადაჭრის გზებზე.
მოსწავლეები ამ დღის შექმნის ისტორიასაც გაეცნენ და აღნიშნეს, რომ შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება.
პრეზენტაციის ინიციატორები: სოფიე კაპანაძე და თეა ბალახაშვილი არიან.
იხილეთ ფოტოები: