ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, 31 ოქტომბერს, ღონიძიება „ჯადოსნური შემოდგომა“ მოეწყო.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა წარადგინეს მხიარული, სახალისო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია და თემატურ-შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეთა ხელმძღვანელები პედაგოგები: ი. კურტანიძე, მ. კურტანიძე, ა.მერაბიშვილი გახლდათ.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: