ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და საგანმანათლებლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლაში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა ცოდნა და სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
თამაშში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:
U5 კატეგორიაში I ადგილი დაიკავა III ბ კლასის გუნდმა „გენიოსები“;
II ადგილი V ბ კლასის გუნდი - „ხუთკუნჭულა“;
III ადგილი IV გ კლასის გუნდი - „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“.
U8 კატეგორიაში I ადგილი აიღო VII ბ კლასის გუნდმა - „STARTS“;
II ადგილი - VIII გ კლასის გუნდი - „ტვინიკოსები“;
III ადგილი - VII ა კლასის - „ჩირაღდანი“;
U12 კატეგორიაში I ადგილი დაიკავა XI ა კლასის გუნდმა - „ენიგმა“;
II ადგილი - XII გ კლასის გუნდი „ყიყლიყო“;
III ადგილი - XI ბ კლასის გუნდი „ლგოსი“.
თამაშის ორგანიზატორები სკოლის მასწავლებლები ნონოლეტა ბერიძე და თედო ტაკიძე გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: