ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მაია კუკულავა.
მაია მესამე კლასის მოსწავლეა, რომელიც სპორტულ კარატეში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ასპარეზობა სპორტულ კარატეში - OPEN ARMENIA, ერევანში გაიმართა. შეჯიბრში კი, 7 ქვეყნის 600 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ლანჩხუთის სპორტული ცენტრიდან კი, 7 კარატისტი მონაწილებდა, მათგან სამმა შეძლო მედლის მოპოვება და სწორედ მათ შორისაა მაია კუკულავა - ოქროს მედლის მფლობელი.
აღსანიშნავია, რომ პატარა სპორტსმენს სკოლაში დიდი სიხარულითა და ოვაციებით დახვდნენ.
„ჩვენი მოსწავლეების წარმატება, ყველა სფეროში, ძალიან გვახარებს, კიდევ ბევრ სიკეთესა და გამარჯვებას ვუსურვებთ მაკუნას!“, - ასე ულოცავენ სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: