მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორისაა სკოლის X კლასის მოსწავლე სუსანა ავალიანი. ის, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჰელფინგ ჰედ“ (Helping Hand) მოხალისე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ (Helping Hand) გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ახორციელებს მასშტაბურ საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ პროექტს ახალგაზრდებისთვის.
მე-10 კლასელი სუსანა ავალიანი ორგანიზაციის დახმარებით ატარებს ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს თანატოლებთან ქართულ და სომხურ ენაზე.
29-30 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრა VIა-VIბ კლასების მოსწავლეებთან, სადაც სუსანა ავალიანმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „ჩვენი სამშობლო“.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დიალოგი, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
სკოლაში, მოსწავლეს - სუსანა ავალიანს საინტერესო პრეზენტაციისთვის მალდობას უხდიან.
„ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება“, - აღნიშავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: