თუ სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა - როგორ წყდება მოსწავლეების საკითხი
06-11-2024

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა 9 წელიწადში ერთხელ ავტორიზაცია უნდა გაიარონ, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საბჭო უარყოფით დასკვნას გამოაქვეყნებს?

განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს“.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ასეთ შემთხვევებში მათ უნდა ისარგებლონ მობილობის უფლებით ან შეუჩერდებათ მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203