ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ფინანსური წიგნიერების კლუბი - SMART ფინანსები“.
31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს, სკოლის ფინანსური წიგნიერების კლუბის - „SMART ფინანსების“ წევრებმა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივა განახორციელეს. კლუბის ხელმძღვანელის - მაკა თუთბერიძის მომზადებითა და ხელმღვანელობით კლუბის წევრმა მოსწავლეებმა დაწყებით კლასებში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ფინანსური წიგნიერებისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მაკა თუთბერიძის, საქართველოს ეროვნული ბანკისსა და FinEdu-ს აქტიური თანამშრომლობით, მოსწავლეებმა მიიღეს მაღალხარისხიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალები, რაც სკოლაში ახარებთ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელის მიერ გაწეულმა სისტემურმა მუშაობამ მოსწავლეების მომზადებისა და მობილიზების კუთხით შესანიშნავი შედეგი გამოიღო - უმცროსკლასელებმა დიდი ინტერესი და ენთუზიაზმი გამოიჩინეს.
„ვამაყობთ, რომ ჩვენს სკოლაში ინერგება ფინანსური განათლების ინოვაციური მიდგომები, სადაც უფროსკლასელები მენტორების როლში გვევლინებიან. ეს გამოცდილება მათ ეხმარება არა მხოლოდ ფინანსური ცოდნის გაღრმავებაში, არამედ ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: